ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 386 პაციენტი მკურნალობს. მათგან 134 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 12 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 097.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 544 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 728 პისიარ ტესტით.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 837-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.


18 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.46 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.62%.
Print
თეგები: #სტატისტიკა