ახალი ამბები
სამტრედიაში სისხლიანი გარჩევის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა
FaceBook
სამტრედიაში სისსხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი 32 წლის გრიგოლ ხონელიძე გარდაიცვალა.

მას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის ოპერაციის შემდეგ გარდაუცვალა.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება მეორე დაჭრილი. გია ხუჭუას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.
Print