ახალი ამბები
ხეობის მცველები პოლიციელებმა სოფელ ნამოხვანში არ შეუშვეს
FaceBook
გუშინ, ღამით ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს.
"ჩავთვალეთ, რომ  ბარიკადების მოხსნა ავტომატურად ჩვენი შესვლის  უფლებას ნიშნავდა.  მსვლელობის მოწყობა გვინდოდა. თუმცა,  არ გაგვატარეს", - ამბობენ ადგილობრივები. 

აქტივისტებს  შესვლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციელების თქმით, გარკვეული საფრთხეები არსებობს, ამიტომ შესვლის უფლებას ვერ მისცემენ. უარის შემდეგ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ რეალურად დაპირება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს, ამასთან, განმარტავენ, რომ მორიგ შეხვედრას დაელოდებიან.

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები 65 დღიანი შეზღუდვის შემდეგ ჯებირები 17 ივნისს აიღეს. 

ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 235 დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნები  უცვლელია.

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა;

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა;


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

Print