ახალი ამბები
ქართველმა რეჟისორმა „ბერლინალეზე“ საკუთარი ფილმის გამარჯვება რიონის ხეობის მცველებს მიუძღვნა
FaceBook
ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ"  ბერლინალეზე ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა.

რეჟისორმა თავისი გამარჯვება რიონის ხეობის მცველებს და რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობას მიუძღვნა.

"უპირობო თანადგომის და განუზომელი მადლიერების ნიშნად მინდა ეს ჯილდო რიონის უდრეკ მცველებს მივუძღვნა. რომლებიც უკვე 234 დღეა რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ ", - აღნიშნა ალექსანდრე კობერიძემ.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

ფილმში მოქმედების ადგილი ქუთაისია.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს "უძნართა მზე" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.


Print