ახალი ამბები
უცხოეთიდან შემოსულ ათ წლამდე ბავშვს პისიარ კვლევა არ მოეთხოვება
FaceBook
საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

10 წლამდე პირი არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს პისიარ კვლევა გაიკეთოს.


"საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს პისიარ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან'',- წერია მთავრობის დადგენილებაში.

მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 16 ივნისს მიიღო და ის უკვე ძალაშია.
Print