ახალი ამბები
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგამოცდო ცენტრი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.
აბიტურიენტებს გამოცების ჩაბარება ქუთაისის სამ სკოლაში შეეძლებათ.  N1 საჯარო სკოლაში, №17 საჯარო სკოლასა და № 41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლაში.

საქართველოს მასშტავით, სულ 51 საგამოცდო სივრცე იფუნქცონირებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარებით დასრულდება.

გამოცდებზე აბიტურიენტები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. სამუშაო მაგიდები აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით, მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი  1 მეტრი უნდა იყოს.

აბიტურიენტებისთვის პირბადე რეგისტრაციის პროცესის დროს და გამოცდის მსვლელობის დროს უნდა ეკეთოს.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

წელსაც ისევე როგორც შარშან მოეწყობა სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19 დაუდასტურდებათ. მათ შეეძლებათ გამოცდა ორი კვირის შემდეგ ჩააბარონ.


Print