ახალი ამბები
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2021“ იწყება (აფიშა)
FaceBook
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2021“ 17 ივნისს გაიხსნება.

ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის სახალხო და პროფესიული თეატრები მიიღებენ. ასევე მოწვეული დასები.

ფესტივალზე 14 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრალური დასები მიირებენ მონაწილეობას.
ფესტივალი მე 13 წელია იმართება. იგი არ შეწყვეტილა არც პანდემიურ 2020 -ში. მესხიშვილის თეატრის ღია სივრცეში ე.წ. მწვანე თეატრში მოეწყო სპექტაკლების ჩვენებები.



ფესტივალი ამჯერადაც მესხიშვილის თეატრში გაიმართება 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

სპექტაკლების ჩვენება 18 საატზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

„თეატრალურ იმერეთს" მეხუთე წელია რაც საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა. თუმცა წელს პანდემიის მიზეზით უცხოური დასები მონაწილეობას არ მიიღებენ.
Print