ახალი ამბები
"ნაბიჯი არის ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შემდეგი პროცესი გავიგოთ"
FaceBook
მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აქტივისტებს საჯარო პირობის დადებისა და ხეობაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ მოუწოდებდა.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტები ხეობაში არსებულ ვითარების დაკისრება არსწორია, პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე.

"ისე აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ნაბიჯს ჩვენგან ელოდებიან თურმე, ასე გამოიყვანეს და შემოაბრუნეს ეს პროცესი. არადა, ყველა მხარე შევთანხმდით, რომ ნაბიჯი არის ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ შემდეგი პროცესი გავიგოთ, რა იქნება. ვფიქრობთ, უპატივცემულობა გამოავლინა ბატონი ბუშლეს მისამართითაც იმიტომ, რომ შეთანხმდა ეს პირობები გარკვეულად და გამოიცა შესაბამისი დადგენილებაც, რა უნდა შესრულებულიყო ხელისუფლებისგან. ამიტომ, როდესაც ასე უხეშ და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებ ამ დადგენილებისას, უბრალოდ, არასწორია და გამოდის გინდა, ჩაშალო პროცესი", – ამბობს  ვარლამ გოლეთიანი.

14 ივნისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ როგორც კი მათ ექნებათ თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების.თუ ხელისუფლებას ექნება გარანტიები საკითხი მყისიერად გადაწყდება და ბარიკადებს აიღებენ.

12 ივნისს გამართულ შეხვედრას რიონის ხეობიც მცველები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არც ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ,,ენკას'' წარმომადგენლები.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 16 ივნისს აქტივისტებმა 233-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.

Print