ახალი ამბები
რიონის ხეობაში კარვები პოლიციელებმაც გაშალეს
FaceBook
Რიონის ხეობაში, გუმათჰესთან კარვები სამართალდამცველებმაც გაშალეს.
Რკინის გამყოფ ჯებირებს მიღმა პოლიციის ორი კარავი დგას, სადაც ძალოვანები ღამეს ათევენ.

Ხეობაში ისევ დიდი რაოდენობითა არიან მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ძალოვანები ხეობაში ორ თვეზე მეტია მორიგეობენ. გუმათჰესთან საპოლიციო ძალები 3 აპრილს განთავსდნენ და გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვა დააწესეს. 14 აპრილს კი რკინის ბარიკადები აღმართეს, რომელიც ხეობას ამ დრომდე ჰყოფს შუაზე.

რიონის ხეობის მცველები 232 დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ახლა მცველები 18 ივნისს ელოდებიან, როცა უნა გაირკვეს აკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება მათ მოთხოვნებს ხეობაში ბარიკადების აღებისა და პოლიციის გასვლის შესახებ.
Print