ახალი ამბები
ორჯერ ვაქცინირებულმა პირებმა შესაძლოა პრივილეგიებით ისარგებლონ
FaceBook
ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ პირებისთვის შესაძლოა ფასდაკლებებმა იმოქმედოს.
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით განიხილავენ ბიზნესთან თანამშრომლობას.

გაბუნიას თქმით, ინიციატივა სხვა ქვეყნებში გამოყენებული წარმატებული პრაქტიკის მაგალითია.

"ნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესიტრების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქციანციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, პრაქტიკის დანერგვამდე სრულად ვაქცინირებული ადამიანების გარკვეული ჯგუფები უნდა შეიქმნას.

ორჯერ ვაქცინირებული პირების პრივილეგიაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც.

მისი თქმით, თუ კომენდანტის საათი შემსუბუქდება, პირველ რიგში, ორჯერ აცრილ მოქალაქეებზე გავრცელდება.

"დღეს ვიმსჯელეთ მაგაზეც, რომ წამახალისებელი, ორჯერად აცრილებს, უკვე 70 ათასია ასეთი, რომ მათ სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე, იქნება საუბარი სწორედ კომენდანტის საათთან დაკავშრებით თუ გადაიდგა ნაბიჯი შემსუბუქების, იქნება ის პირველ რიგში, ალბათ, ორჯერად აცრილებისთვის და იქნება ასეთი", - განმარტა ამირან გამყრლეიძემ.

კომენდანტის საათი ქვეყანაში რვა თვეა მოქმედებს. 

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print
თეგები: #ვაქცინა