ახალი ამბები
ივლისიდან კოვიდვაქცინის გაკეთება სავაჭრო ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი
FaceBook
ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების მიზნით ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ადგილების და ბრიგადების დამატება.

"ჯამურად დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება. ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული კონსულტაციები მოლებთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის, ვინ მივა და მიმართავს დაწესებულებას.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print
თეგები: #ვაქცინა