ახალი ამბები
რა რეგულაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდაზე
FaceBook
2021 წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის გამოსაცდელები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდებათ.
ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფო გორგოძესთან და დაავადებათა კონტროლიც ცენტრის დირექტის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან ერთად ისაუბრა.

მათი თქმით, პირებს რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ, გამოცდის ჩაბარებას 2 კვირის შემდეგ შეძლებენ.

აბიტურიენტებმა, მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას, დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით.

გამოცდების ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინე სივრცეებს იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კოვიდ 19.

პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. 

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 20 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდით დასრულდება.
Print