ახალი ამბები
წყალტუბოში სასტუმრო ,,არგო" დაარბიეს
FaceBook
წყალტუბოს სასტუმრო ,,არგო" დარბეულია და ნაცემია ობიექტის მეპატრონეს შვილიშვილი.

შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა. სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგო და ბიჭი გაუსწორდა. დაზარალებული ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

,,ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვირეს. დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა. რა იყო მათი მხრიდან ამ აგრესიის მიზეზი უცნობია,"
– ამბობს ,,არგოს" მეპატრონე. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია სამი ადამიანი.
Print