ახალი ამბები
"ჩვენ გვინდა ჰესი" - კონტრაქცია რიონის ხეობაში
FaceBook
სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს.
ადგილობრივი ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქნით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ხორციელდება ბულინგი და ფიზიკური ძალადობა.

ადგილობრივების თქმით, მათ არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

"ჩვენ გვინდა ჰესი, რადგან ეს ხეობის განვითარების ერთადერთი გზაა. არ გვეძლევა მუშაობის უფლება. ვართ ბულინგის მსხვერპლი, გვესვრიან ქვებს. რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება", - აცხადებენ ადგილობრივები.

ეს უკვე მერამდენე აქციაა, როცა რიონის  ხეობაში  ნამახავანჰესის მშენებლობას ითხოვენ.  

Print