ახალი ამბები
"რიონის ხეობა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას " - ნათია თურნავა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა, სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.
მინისტრის  განცხადებით, მთავრობა  მზადაა შეასრულის ის დაპირებები, რომელიც წინა კვირას გასცა, ოღონდ იმ პირობით, რომ  აქტივისტები  აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ კომპანიის თანამშროლებს მუშაობის პრობლემა არ შეექნებათ. 

"უნდა მოხდეს დეესკელაცია თვითონ პროექტის ირგვლივ ხეობაში, ნორმალური პირობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა, რაც ჩვენი ძალიან ასე ვთქვათ, დიდი სურვილიც არის. დეესეკელაციას, რა თქმა უნდა, აქვს ორი მხარე. რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ ვინც ხეობაში აპროტესტებს.

როგორც კი ჩვენ გვექნება, თუნდაც, წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ მშვიდობიანად განაგრძობენ თავის პროტესტს და არ მოხდება კომპანიის მუშაობის ხელის შეშლა, არ მოხდება თანამშრომლებზე ზეწოლა, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება [მოიხსნება ჯებირები]. იქ არის საწყობი ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი. თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება", - განაცხდა ნათია თურნავამ. 

12 ივნისს რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ჩართულობით, მედიაციისთვის პირველი შეხვედრა გაიმართა.  როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა თქვეს, კვირის ბოლომდე სოფელ გუმათში რკინის ჯებირები აღარ უნდა იყოს - ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა მხარეებს შორის მედიაციის პროცესი.

რიონის ხეობაში მედიაციის პარალელურად პროტესტი არ წყდება. 14 ივნისს აქტივისტებმა 231-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.



Print