ახალი ამბები
120 სამუშაო ადგილი შშშ პირებისთვის - დასაქმების ფორუმი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია დასაქმებას სთავაზობს.
კომპანიები შშმ პირებისთვის 120 ვაკანტური ადგილი აქვთ.

დაინტერესებული პირების დასაქმების მიზნით,  დღეს კომპანიებთან გასაუბრება 13:00 საათზე დაიწყო და  16:00 საათამდე  გაგრძელდება.

სამუშაო ადგილები წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროდან. მათ შორისაა: სამომხმარებლო, გაყიდვები, სადაზღვეო, კვების წარმოება და ვაჭრობა.


"ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, რეგისტრაცია ახალი დაწყებულია და 86 ადამიანია დარეგისტრირებული, საკმაოდ მაღალი რიცხვია, შერჩეულ კანდიდატებს დასაქმების გარდა ჩვენ ვთავაზობთ მოსამზადებელ-გადასამზადებენ სამ თვიან პროგრამას უფასოდ",- განმარტავს დასაქმების პროგრამის კოორდინატორი მაკა გოჩიტაშვილო.

ფორუმში მონაწილეების თქმით, ფორუმი  მათთვის დასაქმების კარგი შანსია.

"სამუშაოს ვეძებ კარგა ხანია, კარგი შანსია, ვცდი და ვნახოთ რა გამოვა, საკმაოდ ბევრი ვაკანსია და იმედი მაქვს რომელიმეში მოვხვდები", -  ამბობს დასაქმების ფორუმზე სამუშაობს მაძიებელი ნინო დიასამიძე.

დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.



Print