ახალი ამბები
"ვისოლმა" ქუთაისში ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა
FaceBook
ქუთაისში ნიკიას ქუჩაზე #16-ში ვისოლმა ახალი ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა.

ახალ ავტოგასამართ სადგურზე, "ვისოლი" მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც სთავაზობს.

"ეს არის "ვისოლის" რიგით მეშვიდე სადგური ქუთაისში. ეს სადგური, ნავთობპროდუქტების ფართო არჩევნათან ერთად, ასევე ითვალისწინებს გაზის პროდუქციით მომსახურებას. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ავტოგაზზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, ვისოლმა გადაწყვიტა გააფართოვოს ინტეგრირებული ავტოგასამართი და გაზ გასამართი სადგურების ქსელი," - განაცხადა "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ქუთაისში, ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის "ვისოლმა" 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქტებისა თუ  მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოების ნორმნები  ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისია.

ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე ოცდახუთამდე ადამიანი დასაქმდა. ოპერატორებს დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდა.

ახლო მომავალში რიკეას ქუჩაზე ახალ ავტოგასამართ სადგურზე, "სმარტის" სუპერმარკეტიც გაიხსნება. როგორც "ვისოლში" განმარტავენ, აღნიშნულ ობიექტზე ორმოცდაათამდე ადამიანის დასაქმება მოხდება.

"ნიკეას ქუჩა ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქალაქისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება  და თვითეული ადილი, რომლითაც ქალაქში სამუშაო ადგილები შეიქმნება.  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ბიზნესისთვის ხელი შეგვეწყო და ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდე დაგვეყვანა", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
Print