ახალი ამბები
ქუთაისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება
FaceBook
დღეს, ქუთაისში, ცისფერყანწლელთა ქუჩაზე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს.

სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის .

სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი 12:30 საათიდან დაიწყება, ფორუმი კი 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება.


Print