ახალი ამბები
საქართველო ,,ჯონსონ ენდ ჯონსონის'' კოვიდვაქცინას მიიღებს
FaceBook
საქართველო "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე და  ქვეყანაში შემოვა "ფაიზერი" "ასტრაზენეკა" "სინოვაკი" "სინოფარმი" და ამერიკული კომპანია "ნოვავაქსის" ვაქცინა.

"ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს.ივლისში, 500 ათასიდან მილიონი დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე - "ფაიზერზე" "ასტრაზენეკაზე", "სინოვაკსა"და "სინოფარმზე". ამას მოგვიანებით დაემატება "ჯონსონ ენდ ჯონსონი", რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა "ნოვავაქსი", ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა", - განმარტავს ამირან გამყრელიძე.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე აცრებში მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც ჩაერთვნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით, 30 სამედიცინო პუნქტია მობილიზებული.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება 45 წლის ასაკიდან შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება  იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print
თეგები: #ვაქცინა