ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან
FaceBook
ამ წუთებში რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან.
შეხვედრას ესწრებიან ნამახვანჰესზე მომუშავე ორგანიზაციების წევრებიც, ასევე შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები.

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთის'' ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან.

"დღევანდელი შეხვედრა იმართება იმ მიზნით, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენ-ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების დაყენების შემდეგ განისაზღვრება რამდენად შესაძლებელია ზოგადად მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის მედიაცია და საკითხების შინაარსობრივი განხილვა, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ-ჩვენი პოზიციები მხარეებმა ვთქვათ", - განაცხადა  ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის განმარტებით, ბარიკადის აღება, პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა ეს ის საკითხებია რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია, რათა ვითარება დასტაბილურდეს და სამუშაო გარემო შეიქმნას.

შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადa, რომ ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, თუმცა უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, თუმცა გვინდა ამის დემონსტრირება ყველა დაინტერესებული მხარისთვის",- აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.
რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. 12 ივნისს აქტივისტებმა 229-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print