ახალი ამბები
საქართველოში ჯამურად 202 314 აცრა ჩატარდა
FaceBook
12 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 202 314 აცრა.

დღიურად აცრილია - 5283

სრულად ვაქცინირებულია 63 832 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

საქართველოში ამჟამად სინოფარმის მეორე და სინოვაკის პირველი დოზით მიმდინარეობს ვაქცინაცია. ასევე, ასტრაზენეკათი, ამ ვაქცინით აცრა 45+ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში კოვიდვაქცინის გასაკეთებელი სივრცე შეიქმნება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქუთაისში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ასაცრელი სივრცე შეიქმნება.

Print