ახალი ამბები
ნატოს სამიტზე საქართველოსთან ურთიერთობაზეც იმსჯელებენ
FaceBook
ნატოს სამიტზე, ბრიუსელში საქართველოსთან ურთიერთობაზეც იმსჯელებენ.
სამიტის დღის წესრიგის მიერ გავრცელებულიი ინფორმაციის მიხედვით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ალიანსის ფასეულობებს არ იზიარებს და ამ წესრიგის წინააღმდეგ არიან.

"როცა საქმე წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ეხება, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ალიანსის ფასეულობებს არ იზიარებენ და ამ წესრიგის წინააღმდეგ წინა ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ფასეულობებსა და დემოკრატიულ განვითარებაზე. ევროატლანტიკურ არეალში უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფად ნატო-მ უნდა ითამაშოს უფრო დიდი როლი წესებზე დაფუძნევული საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებაში. ეს გულისხმობს საერთო ღირებულებისა და ინტერესების დასაცავად ერთხმად პოზიციონირებას. ალიანსის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებებს ურთიერთობების გაღრმავებაზე თანამოაზრე სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახლოს და შორს, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანეთის არეალში", - ნათქვამია სამიტის დღის წესრიგში.

სამიტის დღის წესრიგში შეტანილია 9 საკითხი:


პოლიტიკური კონსულტაციების გაღრმავება

შეკავების და თავდაცვის გაძლიერება

შედეგობის გაზრდა

ტექნოლოგიების გაძლიერება

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა

პარტნიორების მომზადების ამაღლება

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა

მომავალი სტრატეგიული კონცეფცია

ინვესტირება ალიანსში

სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-5 საკითხი - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა -მოიცავს რუსეთთან, საქართველოსთან და უკრაინასთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებს

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს თემატიკა განიხილება ყველა მიმართულებით, უსაფრთხოების და ოკუპაციის ჩათვლით და გაკეთდება მოწოდება რუსეთისადმი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ნატო-ს სამიტის მთავარ შეხვედრას მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებიან, თუმცა წინა სამიტების ფარგლებში, ამავდროულად, იმართებოდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც ამჯერად ჩანიშნული არ არის.
Print