ახალი ამბები
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა (ფოტო)
FaceBook
9 ივნისს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

აეროპორტის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

მან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი დაათვალიერა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძველი და ახალი ტერმინალების გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს ერთიანი ტერმინალი აქვს, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით.



აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით  გაფართოების შედეგად, ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე, მგზავრთა გამტარუნარიანობა კი - წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.



ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18 მდე გაიზარდა, რომელთაგან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

6 -დან 11-მდე გაიზარდა სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში, ხოლო მოფრენის მხარეს - 8 დან 14 მდე.



გაერთიანების ინფორმაციით აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრს მოიცავდა, განახლებულ ტერმინალში მათი კვადრატულობა 2000 მდე გაიზარდა. განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი 2017 წელს დაიწყო. რომელშიც  სახელმწიფომ  110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.


ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
Print