ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში იმყოფება.
ის ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს.

" მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს, ის გვეხმარება მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მე მჯერა რომ ამ ადგილას ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება'',- განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა

"ქართული ოცნების" დაპირების მიხედვით, ქუთაისს უკვე ხუთი წელია ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი უნდა ჰქონდეს, თუმცა, სამუშაოები ახლა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაიწო.

ქუთაისში, საცურაო აუზი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. 

პრემიერი თქმით, გარდა ქუთაისისა ოლიმპირი სტანდარტის აუზი აშენდება რუსთავსა და ახალციხეში.

ცერემონიის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვევა, სადაც ახალ ტერმინალს გახსნის.

დღის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილი ვანის არქეოლოგიური მუზეუმს დაათვალიერებს.





Print