ახალი ამბები
ვარციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, მდინარე რიონზე, კაშხალთან 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში ერთი მოქალაქე ანკესის, მეორე კი 150-მეტრიანი სახლართი ბადისა და გასაბერი ნავის გამოყენებით თევზს იჭერდა. 

ერთ-ერთ სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა ექვსი კილოგრამი შერეული სახეობის თევზი.

"დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული თევზი, თევზჭერის საშუალებები და ნავი ჩამოართვეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება'',- ნათქვამია გარემოს დაცვის ზედმახედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 123 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Print
თეგები: #ვარციხე