ახალი ამბები
‘’ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ’’- შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
პროექტის "ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახურ ძალადობის წინააღმდეგ" შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში, სასტუმრო ""რჩეულში".

შეხვედრა, საქართველოში ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამართა არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებებისა და განათლებისათვის". ამასთანავე აღინიშნა ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის იუბილე.

"პროექტის განმავლობაში, გამოცხადებული გვქონდა ესეებისა და ფოტო კონკურსი, ასევე, რადიო ძველ ქალაქში გადიოდა გადაცემები, რომელიც მიზნად ისახავდა იურიდიულ კონსულტაციებს, იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის" ორიენტირებულია ქალების, გოგონების, სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე, მათი უფლებებისა და განათლებისთვის. ამ თემაზე ოთხი გადაცემა გავიდა რადიო ძველ ქალაქში და ამ კონკურსის საფუძველზე შეირჩა ათი ფოტო და ათი ესე,"-აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისთვის" გამგეობის თავჯდომარემ, ქეთევან ბერძენიშვილმა.

ორგანიზაციამ "უფლებებისა და განათლებისათვის" შეიმუშავა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 3000 ხელმოწერი ჰყავს. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ.

ნინო მელქაძე

Print