ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1023 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350428-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა335029-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4951 პირი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,47%, ბოლო 14 დღის - 2,81%, ბოლო 7 დღის - 2,92%.

კარანტინის რეჟიმში - 35.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3333.

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 635

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.


Print