ახალი ამბები
შუქრუთელებმა კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზთან'' მოლაპარაკება დაიწყეს
FaceBook
შუქრუთელებმა, რომლებსაც პროტესტის ნიშნად 28 დღე ჰქონდათ პირი ამოკერილი და მშრალ შიმშილზე იყვნენ, კომპანია ,,ჯორჯიან მარგანეზისგან'' მოლაპარაკების შეთავაზება მიიღეს.
თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტს არ წყვეტენ. 

"იმის გამო, რომ ჯერჯერობით მხოლოდ  დიალოგი დავიწყეთ, ნდობის ფაქტორი დიდად არ გვაქვს. ამიტომ  მხოლოდ  მშრალი შიმშილობა შევწყვიტეთ", - ამბობენ შუქრუთელები. 

შუქრუთის მკვიდრის ეთერ გაფრინდაშვილის თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებაში მათი მხრიდან ჩართულია მაღალკვალიფიციური იურისტი და  იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები უმოკლეს ვადაში წარმატებით დასრულდება.

"კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება. ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას "ჯორჯიან მანგანეზი" გაუწევს მონიტორინგს", – ნათქვამია ,,ჯორჯიან მარგანეზის'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში განცხადებაში.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 

აქციის მონაწეილეებს 28 დღე პირი ჰქონდათ ამოკერილი და თითქმის ერთი კვირა მშრალ შიმშლზე იყვნენ.

ჭიათურაში 115 დღეზე მეტია ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
Print