ახალი ამბები
დაძაბულობა გუმათჰესთან - ხეობაში სატვირთო მანქანა გამოჩნდა
FaceBook
აქცია-მსვლელობის დაწყებამდე გუმათჰესთან კიდევ ერთხელ დაიძაბა ვითარება.
კარვებთან ცოტა ხნის წინ ისევ გამოჩნდა სატვირთო, რომელსაც აქტივისტების ეჭვით კომპანია "ენკას" საწვავი გადაჰქონდა. აქტივისტებმა სატვირთო არ გაატარეს და აცხადებენ, რომ ვიდრე არ გადამოწმდება რა არის მანქანაში, მანამდე გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. 

გოლეთიანის განმარტებით, აქციის მონაწილეები ასევე გადაინაცვლებენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 8 დაკავებული ადამიანის შესახებ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.


ვარლამ გოლეთიანის თქმით, მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

რიონის ხეობის მცველებმა 6 ივნისს  პროტესტის 223-ე ღამე გაათენეს კარვებში.


ხეობის მცველები ითხოვენ:


შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 223 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.


რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print