ახალი ამბები
ზარათში სამართალდამცავებმა ადგილობრივებს გადაადგილების უფლება არ მისცა
FaceBook
ხმაური იყო სოფელ ზარათში. დაპირისპირება სამართსლდცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა.
ადგილობრივების  თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპრება მოყვა.

გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობროვების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლის გახდა.

რიონის ხეობის მცველებმა 4 მაისს პროტესტის 223-ე ღამე გაათენეს კარვებში.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა

გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 221 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print