ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ორი პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ორ პრემიერას წარმოადგენენ.


ლევან სვანაძისა და კოტე აბაშიძის „კუ+კოკინა" (ეჟენი იონესკოს მიხედვით) და გვანცა ჯავახაძისა და ავთანდილ სახამბერიძის პოეტურ მისტერია "ბარდნალა".

კორონაპანდემიის მიზეზით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრმა მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში განაახლა.

ორი თვის განმავლობაში სამი პრემიერა წარმოადგინა. ელენე მაცხონაშვილის ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, კოტე აბაშიძის „თქვენო უდიდებულესობავ“ და რეზი ქაროსანიძის "ბუზები".
„კუ+კოკინას“ პრემიერა მესხიშვილის თეატრში 26-27 ივნისსს გაიმართება.

„ბარდნალა“ პრემირა - 28 ივნისს.

დასაწყისი 19 საათზე.

Print