ახალი ამბები
გია თევდორაძე - მთავრობას ეშინია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობის
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართვეელობას პარტიის რეგიონული კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.
"ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე წლის 13 ნომებრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იმერეთის რეგიონული პარტიის კონფერენციას გეგმავს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე განმარტავს, რომ კონფერნციის ჩასატარებლად ორი შენობა  მერი- ქუთაისის სპორტის სასახლე და ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრი შეარჩია.

"წერილობით მივწერეთ, რომ რომელიმე შენობაში კონფერენციის ჩატარების ნებართვა მოეცათ. თუმცა, ორივე შენობაზე გვითხრეს უარი. ეს იყო სოლოლაკის აღმართზე მდებარე შუშის შენობაში მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ეშინიათ  "ნაციონალური მოძრაობის"  ნებისმიერი აქტივობის", - განაცხადა გია თევდორაძემ.

ის აცხადებს, რომ წერილობით მიმართვამდე სატელეფონო საუბარი ქალაქის მერთან ქონდათ, რომელმაც როგორც თევდორაძე ამბობს, მაშინ უარი უთხრა.

სამაგიეროდ,  თევდორაძის თქმით, დადებითი პასუხი მიიღეს მესხიშივილის თეატრის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას, რომელმაც, წერილობით  განცხადებაში შეცვალა პოზიცია და უარი უთხრა პარტიას თეატრში კონფერენციის გამართვაზე. 

ქუთაისის მერიის მიერ გაგზავნილ წერილში შენობაში კონფერენციის ჩატარების უარის თქმის მიზეზად სპორტის სასახლეში წლის ბოლომდე დატვირთული სამუშაო რეჟიმი დაასახელა. ხოლო "თეატრში სპექტაკლებისა და ღონისძიებების განრიგი დგება ერთი თვით ადრე. ამის გარდა, თეატრში სამი პრემიერის მომზადება და სპექტაკლის აღდგენა მიმდინარეობს" , - ნათქვამია მერიის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია აწერს.

მერიამ "ნაციონალური მოძრაობას"  მოთხოვილი შენობების სანაცვლოდ, ქალაქის ცენტრალური სტადიონი შესთავაზა.

რაც შეეხება, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ეს იყო განცხადება განცხადებითვის.

"თუკი მართლა უნდათ ამ კონფერენციის ჩატარება, ჩვენ ალტერნატიული ფართი შევთავაზეთ. ჩვენ არ გვეშინია", - განმარტავს ჯავახია.
Print