ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა
FaceBook
სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაანთლების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული მონაცამების საფუძველზე სამინისტროში მიაჩნიათ, რომ  2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება.

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122.
ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.


Print