ახალი ამბები
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა
FaceBook
ქუთაისში, ახლაგაზრდობის გამზირზე დაჭრილი მამაკაცის ოპერაცია დასრულდა.
დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის, ირაკლი გოგინავას თქმით დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

ექიმის განმარტებით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

,,წვივის არეში აქვს მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. ასევე კუნთების, ქსოვილებისა და სისხლძარღვების მასიური დაზიანება აღენიშნება'',- განმარტავს ირაკლი გოგინავა.

გოგინავას განმარტებით პაციენტი ტრავმულ შოკში იმყოფება.

30 წლამდე მამაკაცი დღეს ახალგაზრდობის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
Print