ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე ქუთაისში იმყოფება
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქუთაისში იმყოფება.
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის  ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში მდებარე კლინიკებს მოინახულებს და სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

შეხვედრები დაგეგმილია ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, შპს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრში, შპს. "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში."

ამირან გამყრელიძე შეხვდება ასევე იმერეთის რწმუნებულს, მერებს და მუნიციპალურ წარმომადგენლებს.


Print