ახალი ამბები
შუქრუთელები მშრალ შიმშილზე გადავიდნენ
FaceBook
შუქრუთელები, რომლებიც მეექვსე დღეა თბილისში ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავანე, მშრალ შიმშილზე გადავიდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ეთერ გაფრინდაშვილის თქმით, ამ დრომდე მოშიმშილეებს არავინ შეხმიანებია, ამიტომაც იძულებული გახდნენ მშრალ შიმშილზე გადასულიყვნენ.

,,მშრალ შიმშილზე გადავიდნენ, აქამდე მხოლოდ წყალს იღებდნენ ახლა ამაზეც უარს ამბობენ. ასე იქნება მანამ სანამ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს'',- ამბობს ეთერ გაფრინდაშვილი.

მოშიმშილეები თბილისში ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს, რადგან პოლიციამ მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

მოშიმშილეებს უკვე 25 დღეა პირი აქვთ ამოკერილი.

აქცია ამერიკის საელჩოს პარალელურად შუქრუთის კარავშიც მიმდინარეობს.

ჭიათურაში 108 დღეა ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.


Print
თეგები: #შუქრუთი