ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 435 პაციენტი მკურნალობს. მათგან 143 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 374.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 499 პისიარ ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 779 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.90%.
Print