ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 155538 ადამიანია აცრილი
FaceBook
Საქართველოში ბოლო 24 საათში - 6158 ადამიანი აიცრა.

Სულ აცრილია -   155538.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი". "სინოვაკით" აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა.








Print