ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 435 პაციენტი მკურნალობს. მათგან 148 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 490.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 პისიარ ტესტით.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 191 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %

Print