ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით 172 მილიონი ადამიანია ინფიცირებული
FaceBook
პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით,  მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 172 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 154 მილიონი ადამიანი.


ვირუსს მსოფლიოში 3 700 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამჟამად ვირუსს  13 500 000 ადამიანი ებრძვის.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული. ხუთეულში მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე - ბრაზილია, მეოთხეზე - საფრანგეთი, მეხუთეზე- თურქეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3 500 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია.
Print