ახალი ამბები
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე 82 000 ლარის ქონება გაყიდა
FaceBook
აუქციონზე გაყიდული ქონებიდან ყველაზე მეტი თანხა - 50 000 ლარი, თვიმმართველობის მიერ მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა.


ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს აუქციონიდან შესული თანხამ ამ დროისთვის 82 00 ლარს შეადგენს. აუქციონი, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მიმდინარე წელს 5 ჯერ გამოცხადდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, აუქციონზე გაყიდული ქონებიდან ყველაზე მეტი თანხა - 50 000 ლარი, თვიმმართველობის მიერ მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა. დანარჩენი, სხვადსხვა ქონებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებია.

ბარდათის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 330 000 ლარით განისაზღვრა. აქედან, ადგილობრივი შემოსავალი ამ დროის მონაცემებით მხოლოდ 520 000 ლარს შეადგენს.
Print