ახალი ამბები
ივნისის თეატრალური თვე ორი პრემიერით (აფიშა)
FaceBook
ივნისის თვეში ქუთაისის მესხიშვილის თეატრი პუბლიკას ორ პრემიერას შესთავაზებს ეჟენი იონესკოს "კუ+კოკინას" და პოეტურ მისტერიას "ბარდნალა".

Პირველის ინსცენირებას რეჟისორები ლევან სვანაძე და კოტე აბაშიძე განახორცილებენ. Პოეტური მისტერიის ავტორები კი გვანცა ჯავახაძე და ავთანდილ სახამბერიძე იქნებიან.

Პრემიერების გარდა ნაჩვენები იქნება სპექტაკლები: "ელისი საოცრებათა ქვეყანაში",, "ქარი ქრის ვერხვებში", "სიყვარულის ქრესტომათია" და სხვა სპექტაკლები.



Პანდემიის მიზეზით ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მუშაობა მიმდიანარე წლის აპრილში განაახლა.


Print