ახალი ამბები
თბილისში, შუქრუთელი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
FaceBook
შიმშილობის 23-ე დღეს, შუქრუთის მკვიდრი სერგო მოდებაძე, რომელიც თბილისში ამერიკის საელჩოსთან ღია ცის ქვეშ აქციას თანასოფლელებთან ერთად მართავს,  შეუძლოდ გახდა.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი ამერიკის საელჩოსთან გრძელდება.

,,ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, რაც არ უნდა მოხდეს,სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს პროცესი გაგრძელდება '',- განმარტავს ეთერ გაფრინდაშვილი.

მოშიმშილე უკვე მესამედ გახდა შეუძლოდ, მიუხედავად ამისა ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

მოშიმშილეებს უკვე 23 დღეა პირი აქვთ ამოკერილი.

აქცია ამერიკის საელჩოს პარალელურად შუქრუთის კარავშიც მიმდინარეობს.

ჭიათურაში 106 დღეა ადგილობრივები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციების მიღებას ითხოვენ.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 99-ე დღეა აპროტესტებენ. ათი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

Print
თეგები: #შუქრუთი