ახალი ამბები
კომენდანტის საათის მოქმედების დრო შემცირდა
FaceBook
დღეიიდან, კომენდანტის საათი შემცირებული დროით იმოქმედებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, კომენდანტის დროის შემცირება ფერმერთა მხარდაჭერისთვის მოხდა.

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. ნაცვლად 05:00 საათისა, დასრულდება 04:00 საათამდე", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. 

კომენდანტის საათი ქვეყანაში უკვე შვიდი თვეა რაც მოქმედებს, პირველად ის 17 მაისს შეამცირეს და 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე მოქმედებდა.
Print
თეგები: #კომენდანტი