ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს. მათგან 164 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 19 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 573.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 345 196-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 328 620-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 804 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 930 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 831 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 099 პისიარ ტესტით.

31 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.30%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.71%.
Print