ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 503 პაციენტი მკურნალობს. მათგან 165 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 19 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 432.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 626 პისიარ ტესტით.

30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%.


Print