ახალი ამბები
რომელი შეზღუდვები იხსნება პირველი ივნისიდან
FaceBook
პირველი ივნისიდან რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი იწყება.
ხვალიდან კვების ობიექტებს შაბათ-კვირასაც შეეძლებათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღება. ძალაში რჩება აკრძალვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით.

პირველი ივნისიდან რეგულაციების შემსუბუქება ეხება ქვეყნის საზღვრებსაც. იხსნება საქართველოს სახმელეთო საზღვრები და საქართველოში შემოსვლა, დამატებით 7 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე პისიარ უარყოფითი ტესტის პასუხით.

ხვალიდან  ჩვეულ რეჟიმში განახლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში კოვიდ 19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი.

ძალაში რჩება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
Print