ახალი ამბები
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ნამოხვანში შესვლა ტყის ბილიკით სცადეს
FaceBook
გაშლილი ხელებით რკინის  კედელზე  ხამურის მეხუთე ღამეა გუმათის ხეოებაში.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჯებირს იქით გადასვლას ამჯერად ტყის ბილიკით შეცადნენ. თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა  პოლიციელებმა არ მისცეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ამ წუთებში ადგილზე მდგომარეობა ისევ დაძაბულოა და ხმაურის აქცია მიმდინაროებს.

რიონის ხეობაში  ხუთი დღეა ვითარება დაძაბულია. სწორედ, ამდენივე ღამეა  აქტივისტები  რკინის ბარიკადებზე ბრახუნით გამოხატავენ პროტესტს.

27 მაისის ღამეს კი, "მცველებმა" ხეობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება და რვა აქტივისტის დაკავება მოჰყვა.


ხეობის მცველები ხეობაში ორ ლოკაციაზე, "ენკას" ბაზასთან და გუმათჰესთან იმყოფებიან. ამ გზით ისინი ცდილობენ კომპანიის ტექნიკა არ გაატარონ და ამით ჰესის მშენებლობა შეაფერხონ. ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებისთვის გზის გადაკეტვის გამო, ხეობაში პოლიციასთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 215 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print