ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 492 პაციენტი მკურნალობს. მათგან 164 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 16 ადამიანი.

თვითიზოლაციაში 1 524.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 342 880-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა.

28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.97%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 პისიარ ტესტით.

Print
თეგები: #სტატისტიკა