ახალი ამბები
რიონის ხეობაში დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს
FaceBook
რიონის ხეობაში აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების დროს დააკავებული რვავე აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან  გაათავისუფლეს. თუმცა, საქმეზე გამოძიება გრძელდება
დაკავებულებმა სასამართლო დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. მათი თქმით, უკანონოდ იყვნენ დაკავებულები და მათი მხრიდან ხულიგნობას და დაუმროჩილებლობას ადგილი არ ქონია. მომდევნო სასამრთლო პროცესი 4 ივნისს გაიმართება. 

დაკავებულების უფლებადამცველების თქმით, პროცესის გადადების შუამდგომლობა მათ დააყენეს, რადგან მოახდინონ საქმის მასალების გაცნობა, ასევე წარმოადგინონ მტკიცებულებები, რაც აქტივისტების უდანაშაულობას დაამტკიცებს. 

რიონის ხეობაში გუშინ სამართალდამცველებმა რვა აქტივისტი დააკავეს. სასამართლო მათ პოლიციის დაუმირჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

რიონის ხეობაში ორი დღეა ხმაური და დაძაბულობაა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობის მცველები თბილისში ოთხდღიანი აქციიდან, 26 მაისს, პროტესტის თავდაპირველ ადგილზე კოლონებით დაბრუნდნენ.

ხეობაში დაბრუნებულებს გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი დახვდათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლა.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 213 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print